„აღარ მყავს მამიდა... ის ჩვენ გარდაცვლილი ვიპოვეთ“ - ირაკლი ლომაია
1778786652
მეტეროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
„14 მაისი - ცხელი და მზიანი დღე, შემდეგ ქარიანი წვიმა, მაისის სიურპრიზი ამინდის მხრივ!
ხვალ, 14 მაისს საქართველოში მზიანი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოში +30 გრადუსამდე დაცხება, სანაპირო ზოლში +28, აღმოსავლეთ საქართველოში +26 გრადუსი დაფიქსირდება.
ხვალვე, გვიან საღამოს უეცარი დათბობის ფონზე, სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება დასავლეთის ქარი და 15-16 მაისს მთელს ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურის დაკლებასთან ერთად ყველგან იწვიმებს, ზოგან ძლიერად.
გისურვებთ - მაისის სითბო გულებში დაგრჩეთ, წვიმას კი ნაყოფიერება მოტანოს თქვენთვის...",- წერს კობა ფარტენაძე.