„აღარ მყავს მამიდა... ის ჩვენ გარდაცვლილი ვიპოვეთ“ - ირაკლი ლომაია

მზია ლომაია

ქალი, რომელსაც ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ძმის შვილი, ირაკლი ლომაია ავრცელებს. 

„აღარ მყავს მამიდა... ის ჩვენ გარდაცვლილი ვიპოვეთ“, - წერს ირაკლი ლომაია სოციალურ ქსელში. 

მზია ლომაიას ქუთაისში 6 მაისის შემდეგ ეძებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.