24-25 მაისს, სიღნაღის თეატრი ბავშვთა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს - „ქიზიყი-2025“ უმასპინძლებს

სიღნაღის თეატრი

24-25  მაისს, სიღნაღის თეატრი ბავშვთა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს -  „ქიზიყი-2025“ უმასპინძლებს.

ფესტივალში 7 საბავშვო თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას,  სასცენო დადგმებს კი, ჟიური შეაფასებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს.
ბავშვთა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, სიღნაღს შვეიცარიული თეატრალური დასი საკუთარი სპექტაკლით ეწვევა.

„ქიზიყი-2025“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდება.