თბილისში, ერთ-ერთ ბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ლენტი

 თბილისში, ერთ-ერთ ბარში, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები დანით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.