პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავა. გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
გამოძიების მიხედვით, დაკავებულები ქვეყანაში საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით იმყოფებოდნენ. ამჟამად, მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
"ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა 55 უცხო ქვეყნის მოქალაქე გამოვლინდა, რომელიც არღვევდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადებს. თითოეული არალეგალი პირი დაკავებულია და ისინი მოთავსდნენ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში. ხორციელდება შესაბამისი ქმედებები მათი ქვეყნიდან გაძევების და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის დაწესების მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს იმისათვის, რათა არალეგალური მიგრაციის თითოეული ფაქტი დროულად იქნეს გამოვლენილი და აღნიშნული პირები, ვინც არღვევენ ქვეყანაში კანონიერი ყოფნის ვადებს, მათ მიმართ გატარდეს კანონით გათვალისწინებული მკაცრი ღონისძიებები", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051