რას ამბობს გოგა მანია კაშხლის საფრთხის შესახებ
12 აგვ 19:00
ზურაბ ადეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი კიევის საავადმყოფოში რჩება. მას 4 ადამიანი ტვერსკაიას ქუჩაზე გუშინ დაესხა თავს.
"უკრაინსკაია პრავდას" მიხედვით, ადეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს. წყაროს ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში საქმიანობას უკავშირდება. პოლიცია ამ დრომდე ცდილობს თავდამსხმელების იდენტიფიცირებას.