მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მზია ამაღლობელი

 ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი დასრულდა - "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

ცნობისთვის, მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა საპატიმრო სასჯელი.

ბრალი, რომელიც ამაღლობელს აქამდე ჰქონდა წაყენებული ("სამართალდამცავზე თავდასხმა"), 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.