„სიმღერის აკადემია“ მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
1781175999
საბერძნეთში, ათენის ცენტრში 35 წლის კაცი დააკავეს.
მას ემიგრანტი ქალის გატაცება, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ბინაში გამოკეტვა, ძალადობა და ქურდობა ედება ბრალად.
CNN-ის ბერძნული სამსახური იუწყება, რომ კაცს 32 წლის ბულგარელი ქალი თავის ბინაში სამი დღის განმავლობაში ჰყავდა გამოკეტილი და წასვლის საშუალებას არ აძლევდა.
მათივე ცნობით, ქალმა გაქცევა მოახერხა და ადგილობრივ განყოფილებაში მივიდა.
პოლიციამ კაცი მალევე დააკავა. იგი პროკურატურაშია გადაყვანილი.