1751883117
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

"სილქ როუდ ჯგუფისა" და "სილქნეტის" დამფუძნებელს გიორგი რამიშვილს, იგივე "ზარალას" ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ის ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
"სილქ როუდ ჯგუფისა" და "სილქნეტის" დამფუძნებელი სამართალდამცველებმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია რამიშვილის სახელზე, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.