ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია

ლენტა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს შელაპარაკების დროს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბრალდებული დაკავებულია.