თქვენს მიერ არჩეული სურათი ბავშვობის ტრავმას გამოავლენს - ფსიქოლოგიური ტესტი
1762094261
დედები თავისუფლებისთვის - ამ სახელწოდებით გუშინ საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და გზა კვლავ გადაკეტეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელს უშლიდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომანქანების თავისუფლად გადაადგილებას. საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე მოუწოდა გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი და პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოეხატათ, რასაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი გზიდან ტროტუარზე გადაიყვანეს და სამანქანო მოძრაობა გახსნეს.
აქციის მონაწილეები კვლავ აგრესიით გამოირჩეოდნენ „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ და საქმიანობაში ხელის შეშლაც სცადეს.