„ბედისწერას ქმნის ის სრული სახელი, რომელიც პირადობაში გვიწერია“ - ეზოთერიკოსების მიმართვა
1762534903
საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია. საინჟინრო დანაყოფი ოკუპირებულ სოფელ ხელჩუასთან შენიშნეს, რომელიც ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს. ეს სოფელი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სამ დასახლებას - გუგთიანთაკარს, ზარდიანთკარს და მერეთს ესაზღვრება.
პარალელურად, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, ე.წ. საზღვრის ცალმხრივი მოწყობის შესახებ იუწყება. საუბარია 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე.
ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, არაღიარებული საზღვრის მოწყობა მიზნად ისახავს ე.წ. "უსაფრთხოების გაუმჯობესებას, სახელმწიფო საზღვრისკენ უკანონო მისწრაფებების ლოკალიზაციას".