ხვალიდან, ახალი შეზღუდვა ამოქმედდება - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766346324
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად, იაპონიის დელეგაციას უმასპინძლა. მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ტურიზმისა და კურორტების განვითარების მიმართულებით, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე. ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც იაპონიის პარლამენტის წევრი კარენ მაკიშიმა, ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში პარლამენტის ვიცე-მინისტრი ჰიდეტო კავასაკი და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის გენერალურ დირექტორი კოზო იბატა იყვნენ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის ტურისტული პოტენციალი გააცნო. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოსა წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კურორტების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა იაპონელ სტუმრებთან ერთად წყალტუბოს ტურისტული ღირსშესანიშნაობები და თერმული წყლები დაათვალიერეს.