როდის და როგორ შეძლებთ საპენსიო ანაბრის სრულად გატანას - დეტალურად
1779567001
განვაგრძობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას ოზურგეთში. შეკვეთილში კერძოდ, სოფელ კაპროვანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
„სამუშაოები, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ - დღეს დავათვალიერეთ. პროექტის ბიუჯეტი 984 110 ლარს შეადგენს.
გარდა გზის რეაბილიტაციისა, აქ მოწესრიგდა წყლისა და კანალიზაციის სისტემა. ასევე, დამონტაჟდა გარე განათება,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.