მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა - გაფრთხილება ამინდზე
1754077427
ძლიერმა ქარმა ქალაქ ახმეტაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, რამდენიმე კერძო სახლსა და კომერციულ ფართს მთლიანად მოხადა სახურავი. ქარიშხალმა მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და ჩახერგა საავტომობილო გზები. სტიქიის შედეგად, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისი სამსახურები, იწმინდებოდა გზა.
ასევე ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, თელავში დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია.