ბათუმის ბულვარში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარში საშემოდგომო გამწვანებითი სამუშაოების ფარგლებში, სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვა დაიწყო.

ამ დროისთვის, საყვავილე სივრცეებში, პრიმულას და მიხაკის ჩითილების დარგვა მიმდინარეობს.

უახლოეს პერიოდში, ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება, რაც მრავალწლიანი ხეების აკვრა-შეფუთვას ითვალისწინებს.

მიმდინარე წელს, ბათუმის ბულვარს ახალი სკვერი, განახლებული კომპოზიციებით შექმნილი საყვავილეები და 3 000 ძირი ახალი ხე-მცენარე შეემატა.