„კიდევ ერთი ახალგაზრდა სიცოცხლე შეწყდა...“ - ვაზიანის N2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ელენე ბექაური

ვაზიანის N2 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„კიდევ ერთი ახალგაზრდა სიცოცხლე შეწყდა, ისევ გლოვობს ჩვენი სკოლა. ვაზიანის N2 საჯარო სკოლა მწუხარებით იუწყება მეათე ა კლასის მოსწავლის, ელენე ბექაურის, ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ ოჯახს, გამძლეობას ვუსურვებთ. ჩვენს გულებში მარად დარჩები, ელენე, ვილოცებთ შენთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.