„ბევრი შეესწრება ამ მდგომარეობას...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1756757611
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ვარლამ წიკლაურმა, მორიგი შეხვედრა გამართა ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში და სხვილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში - ზემო სხვილისში, სხვილისა და ივლიტაში. კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო, რის განხორციელებასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.
ვარლამ წიკლაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსახლეობის იდეების და საჭიროებების გათვალისწინება პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვის დროს მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. ასევე, ამომრჩეველთან ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რაც პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელდა. სოფლებში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი მინი მოედნები, გაიხსნა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღები და სხვა.