საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი... - ამინდი ისევ იცვლება
1747474923
ახალციხის ციხეზე ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო საღამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა გახსნა.
ახალციხელებს და ქალაქის სტუმრებს სიტყვით მიმართეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, „ახალციხის ციხის“ დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა, „სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა დავით მუმლაძემ, „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ, ასევე სასტუმრო "ჯინო ველნეს რაბათის" მენეჯერმა შალვა ოთანაძემ და სასტუმრო „ახალციხე ინის”ოპერირების მენეჯერმა ვახტანგ ქიმერიძემ.
აქცენტი გაკეთდა ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მთლიანად რეგიონის მდიდარ ტურისტულ პოტენციალზე და რესურსებზე, მთავრობის მხრიდან ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის ხელშეწყობასა და მხარდაჭერ პროგრამებზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
აღინიშნა, რომ ქალაქ ახალციხეში, რაბათის ისტორიულ უბანში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს ახალციხის ციხე, სადაც არსებული ღირსშესანიშნაობების, ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების გამო ყოველწლიურად მზარდია ტურისტებისა და ვიზიტორების დაინტერესება. გასულ წელს „ახალციხის ციხეს“ 128 000 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც წინა წელთან შედარებით 13 % -ით მეტია.
საზეიმო საღამო კონცერტით გაგრძელდა, ახალციხელების წინაშე მომღერალი ზუკა ხუციშვილი და ბენდი წარ
დგნენ.ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურისა და ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.