1755711092
როგორ გავაგრილოთ მანქანა სწრაფად ცხელ ამინდში

მზეზე გახურებულ მანქანაში ჩაჯდომა ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო რამაა. კვლევის თანახმად, როდესაც გარეთ ტემპერატურა 27°C-ია, მანქანაში ტემპერატურამ შეიძლება 37°C-ს მიაღწიოს სულ რაღაც 10 წუთში. თუმცა, პატარა რამ, რასაც ჰიდროდინამიკა ჰქვია, ხელს უწყობს დახუთული ჰაერის მოცილებას და სუფთა ჰაერის შემოშვებას, წერს Real Simple .
კერძოდ, კემბრიჯის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორმა ჰანა ფრაიმ ახსნა, თუ როგორ ხდება ეს.
გააჩერეთ მანქანა და უკანა მგზავრის ფანჯარა ბოლომდე ჩამოწიეთ. შემდეგ სწრაფად გააღეთ და რამდენჯერმე დახურეთ მძღოლის კარი.
„როდესაც კარებს აღებთ და ხურავთ, განსაკუთრებით თუ ამას სწრაფად აკეთებთ, კარები, გარეთ მოძრაობით, გარეთ გამოდევნის მთელ ჰაერს, რომელიც გზაზე ხვდება“, - განმარტა პროფესორმა.
მისი თქმით, როდესაც „მანქანაში არსებული ცხელი, დახუთული, უსიამოვნო ჰაერი“ გარეთ გამოიდევნება, ის მძღოლის სავარძელთან დაბალი წნევის არეალს ქმნის.
ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს?
პროფესორის ვიდეოს ქვეშ ბევრი კომენტარი იყო, რამაც დაადასტურა, რომ ეს ლაიფჰაკი ნამდვილად მუშაობს.
„მიხარია, რომ არსებობს ჩემი ქმედებების დამადასტურებელი სამეცნიერო მტკიცებულებები, რადგან თავს სულელურად ვგრძნობ ამის კეთების გამო, მაგრამ ეს 100%-ით მუშაობს“ - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი მაინც გვირჩევს ასეთ შემთხვევებში კონდიციონერის გამოყენებას, რადგან ეს მეთოდი ყველა რეგიონში მანქანის გაგრილებას ვერ შეუწყობს ხელს.