როდემდე გაგრძელდება საქართველოში მაღალი ტემპერატურა - გარემოს სააგენტოს განახლებული ამინდის პროგნოზი
1753964059
რა საშიშროების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს კონდიციონერი და რა დაავადებით შეიძლება დაავადდეთ, თუ კონდიციონერის გამოყენების წესებს უგულებელვყოფთ:
ზაფხულში ცხელი დღეების განმავლობაში, ბევრ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში უწევს სახლში ან მანქანაში ყოფნა, რაც ზოგიერთისთვის რთულ გამოცდას წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, სიცხესთან ბრძოლის გზები არსებობს და აქ კონდიციონერი ერთ-ერთი სამაშველო საშუალებაა.
გამაგრილებელი ჰაერის ნაკადის ქვეშ ყოფნა, რა თქმა უნდა, უკეთესია, ვიდრე მცხუნვარე სიცხისგან ტანჯვა, მაგრამ კონდიციონერთან ხანგრძლივად ყოფნამ შესაძლებელია ჯანმრთელობისთვის უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს. როგორც წესი, ეს მსუბუქი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, როგორიცაა კუნთების ანთება, სინუსიტი, ჰაიმორიტი და უფრო სერიოზული დაავადება - ლეგიონელოზი.
რა არის ლეგიონელოზი და რატომ ეწოდება მას ასე?
ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. პათოგენი (ლეგიონელა) ცხოვრობს ბუნებრივ გარემოში, როგორიცაა წყლის ობიექტები, ნიადაგი და ჩვეულებრივ, არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისთვის.
თუმცა, ლეგიონელა ასევე გავრცელებულია ხელოვნურ გარემოში, როგორიცაა სავენტილაციო შახტები, კონდიციონერები, საცურაო აუზები ან ჯაკუზიები, რაც ზრდის ლეგიონელოზის განვითარების რისკს და, შესაბამისად, კლასიფიცირდება, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი ტექნოგენური ინფექცია.
დაავადებას ეს სახელი 1976 წელს ეწოდა, როდესაც ვეტერანების - ამერიკული ლეგიონის - ყრილობის შემდეგ მოხდა დაავადების აფეთქება. დაავადების სიმპტომები პნევმონიას წააგავდა, მაგრამ უფრო აგრესიული მიმდინარეობით ხასიათდებოდა, რამაც რამდენიმე ათეული პაციენტის სიკვდილი გამოიწვია. კვლევის მსვლელობისას მეცნიერებმა დაადგინეს პათოგენი და ლეგიონერების პატივსაცემად უწოდეს ეს სახელი. აქედან მოდის სახელწოდება „ლეგიონელოზი“ - „ლეგიონერების დაავადება“...ვრცლად