3 პროდუქტი, რომელიც ჭარბ ოფლიანობას იწვევს

ოფლიანობა

ოფლიანობა – არ არის დაავადება, არც ჭარბი ოფლიანობა. ექიმების აზრით ჰიპერჰიდროზი ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებას მიეკუთვნება, თუმცა, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ გარკვეული საკვების მიღებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ოფლიანობა.

ყავა და თბილი სასმელები

კოფეინი ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და აჩქარებს გულის კუნთის შეკუმშვას, რის შედეგადაც იზრდება არტერიული წნევა, ფიზიკური აქტივობის ეს იმიტაცია იწვევს ჭარბ ოფლიანობას. ამ საქმეში თავის როლს თამაშობს სასმელის ტემპერატურაც.

ცხელი ყავა, ჩაი ჯანჯაფილისა და თაფლის დამატებით ზრდის სხეულის ტემპერატურას, რაც კიდევ უფრო ზრდის ოფლიანობას. სხვათა შორის, მედიკამენტებმა, რომლებიც შეიცავს კოფეინს, ასევე შეუძლიათ გაზარდონ ჰიპერჰიდროზის გამოვლინებები, ეს გასათვალისწინებელია.

ცხარე საკვები და სანელებლები

წიწაკა, ნიორი და ძლიერი გემოს მქონე სანელებლები ენაზე მოხვედრისას ურთიერთქმედებენ გემოვნების რეცეპტორებთან და აგზავნიან ინფორმაციას ტვინში, რომ რაღაც ცხარე მიიღო ორგანიზმმა, კარგად ჩამოყალიბებული სისტემა კი მყისიერად პასუხობს სიგნალს, ორგანიზმში იმატებს ტემპერატურა და უხვი ოფლის გამოყოფაც არ აყოვნებს, ამიტომ უმჯობესია ზაფხულში თავი აარიდოთ ცხარე და ძლიერი გემოს მქონე საკვებს.

ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები

ალკოჰოლის დალევა არა მხოლოდ იწვევს ეიფორიას, არამედ სერიოზული სტრესიც ხდება ადამიანის ორგანიზმისთვის.

ალკოჰოლი ზრდის სტრესს მთელ სხეულზე, იზრდება სხეულის ტემპერატურა, სისხლში შაქრის დონე იმატებს, ამასთან, ორგანიზმი ცდილობს ტოქსინის განდევნას, ამიტომ ღვიძლის, თირკმელების და გულის აქტივობა საგრძნობლად იმატებს, რის შედეგადაც ადამიანი ოფლიანდება.ასევე, ენერგეტიკული სასმელები ასტიმულირებს ყველა სისტემის აქტივობას და ზრდის პულსის სიხშირეს.