ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას: აბა, ვერავინ ახდენდა ჩემზე გავლენას, ჩემზე მაგარი არავინ იყოო და ახლა ხელის ბიჭი ვიყავიო ამბობ? საკუთარი პროფესია უარყავი შე საცოდავო და ახლა ყურადღება რომ მიიქციო ყველანაირ ხერხს მიმართავ?

ზურაბ ქადაგიძე

აბა, ვერავინ ახდენდა ჩემზე გავლენას, ჩემზე მაგარი არავინ იყოო და ახლა ხელის ბიჭი ვიყავიო ამბობ? საკუთარი პროფესია უარყავი შე საცოდავო და ახლა ყურადღება რომ მიიქციო, ყველანაირ ხერხს მიმართავ? - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თქმითაც, „მარიხუანას ექსპორტის თემა პერსონალურად ივანიშვილის სიგიჟე იყო“.

მისივე თქმით, გახარიას საკუთარი პროფესია არ ახსოვდა, გაკეთებული საქმეების დეტალები არ ახსოვდა, რომელ ელჩებს ხვდებოდა არ ახსოვდა და ალბათ, მალე საკუთარ წარმომავლობასაც უარყოფს.

„„პავლიკა მოროზოვს“ რომ დაემსგავსა, ეს საცოდავი... საკუთარი პროფესია არ ახსოვდა, გაკეთებული საქმეების დეტალები არ ახსოვდა, რომელ ელჩებს ხვდებოდა არ ახსოვდა და ალბათ, მალე საკუთარ წარმომავლობასაც უარყოფს... კულტივაციის სააგენტო, რომ დიდი ზარზეიმით „დაგვიანონსე“, ივანიშვილმა ჩაგიდო?აბა, ვერავინ ახდენდა ჩემზე გავლენას, ჩემზე მაგარი არავინ იყოო და ახლა, ხელის ბიჭი ვიყავიო, ამბობ? საკუთარი პროფესია უარყავი, შე საცოდავო და ახლა, ყურადღება რომ მიიქციო, ყველანაირ ხერხს მიმართავ?ამ თემას თუ ვერ აწევ და „პრაიმ ტაიმში“ ვერ მოხვდები, მერე პორნოგრაფიას მიაწექი, მოთხოვნადი „კონტენტია“ და იქნებ ეგრე მაინც მიიქციო ყურადღება...“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.