„სიყვარულის ბიჭი აღარ არის... უდიდესი ტრაგედიაა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1747424560
პაატა ბურჭულაძის ინიციატივას, რომელიც ალტერნატიული არჩევნების ტელეფონით ჩატარებას გულისხმობს, ოპოზიციურ პარტიებში გამოეხმაურნენ. პარტიაში "საქართველოსთვის" აცხადებენ, რომ მსგავს პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
"ჩვენ ტელეფონით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას, ალბათ, ვერ მივიღებთ. თეორიულად შესაძლებელი ყველაფერია - პრაქტიკაში რამდენად შესაძლებელია, ეგ არის მეორე საკითხი," - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ვიკა ფილფანი.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი და ერთადერთი იდეა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით განიხილება.
"ბევრი იდეა ჟღერდება და, მათ შორის, ერთ-ერთი იდეა, რომელიც განიხილებოდა, ახლა ისევ დაბრუნდა და ადამიანები განიხილავენ, არის ის, რომ არჩევნები ჩავატაროთ ჩვენ, მაგრამ ეს არის განხილვის სტადიაში - მაგ იდეის გარდა, სხვა იდეებიც არსებობს," - აცხადებ ზურაბ ჯაფარიძე.