ვინც გირაოს იხდის, არ ვამტყუნებ, მაგრამ ვინც არ იხდის, ვუფასებ გაბედულ ნაბიჯს - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე

გირაოს გადახდა-არგადახდის საკითხთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე ამბობს, რომ როდესაც ადამიანი თავისუფლებას დებს სასწორის პინაზე, უფრო დასაფასებელია.

"ვინც გირაოს იხდის, არ ვამტყუნებ, მაგრამ ვინც გირაოს არ იხდის, ვუფასებ გაბედულ ნაბიჯს, რადგან პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში უნდა იყოს ტონის მიმცემი და იმის მაჩვენებელი, თუ რაზეა თავად წამსვლელი. როდესაც კაცი თავისუფლებას დებს სასწორის პინაზე, არის ცალსახად უფრო დასაფასებელი, ვიდრე მეორე," - აცხადებს ლევან სანიკიძე.