ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი გადარჩა - ახალი დეტალები
1749738363
,,ვულოცავ ყველა იმ ქართველს, ვინც მილანში ცხოვრობს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საკონსულოს გახსნა", - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ მილანში გაკეთა, სადაც საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიას დაესწრო.
კახა კალაძემ ქვეყნის წარმომადგენლობის ლომბარდიის დედაქალაქში ამოქმედება კიდევ ერთხელ შეაფასა. მისი განმარტებით, ეს იყო ემიგრანტების თხოვნა და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გამყარდება იტალია-საქართველოს ურთიერთობა.
"ვულოცავ ყველა იმ ქართველს, ვინც მილანში ცხოვრობს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საკონსულოს გახსნა. ძალიან ბევრი თხოვნა მოდიოდა აღნიშნულთან დაკავშირებით. ზოგადად, იტალიასთან ჩვენი ურთიერთობა სამ ათეულ წელს ითვლის, რაც დიპლომატიური ურთიერთობები გვაკავშირებს. ვფიქრობ, ძალიან დიდია რესურსი იმისა, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ და კიდევ უფრო მეგობრული გავხადოთ ეს ურთიერთობები," - აცხადებს კახა კალაძე.