ირანის შაჰის მემკვიდრე საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1750186347
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან განხილული იყო რეგიონში არსებული მდგომარეობა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.
ტაბატაძის თქმით, შეხვედრაზე ასევე სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
„რა თქმა უნდა, განხილული იყო რეგიონში არსებული მდგომარეობა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე თურქეთის ეროვნულ კრებას. რა თქმა უნდა, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. აღინიშნა, რომ სწორედ იმ დროს, როცა უსაფრთხოების გარემო მყიფეა, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.