რას ნიშნავს, თუ სახლში პეპელა შემოფრინდება - როდის არის მათი გამოჩენა ბედნიერების წინასწარმეტყველი
1747769220
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პასუხი ჯო უილსონის შეკითხვაზე თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "მეგობარი აქტის" ერთ-ერთი ინიციატორის დასმული შეკითხვა დეზინფორმაციული იყო.
"ქართული ოცნების" განცხადებით, ვაშინგტონს საქართველოსა და ზოგადად რეგიონთან მიმართებაში ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. რუბიოს პასუხს განსხვავებულად აფასებენ ოპოზიციაში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ რომელიმე რეგიონში ანტიამერიკული რეჟიმი ან ხელისუფლება არსებობს, რა თქმა უნდა, ამერიკას ექნება მათზე რეაგირება, თუმცა საქართველოში ასეთი ხელისუფლება არ არის.
"თუ რომელიმე რეგიონში არსებობს ანტიამერიკული რეჟიმი ან ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამერიკას ექნება მათზე რეაგირება. ჩვენი ხელისუფლება მოწადინებულია, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და ორგანიზაციასთან გვქონდეს თანაბარი, სწორუფლებიანი ურთიერთობა. პროვოკაციული კითხვა, რომელიც დასვა ბატონმა ჯო უილსონმა, რომელიც საქართველოს მიმართ ზიზღით და სიძულვილით არის გამსჭვალული, გამოიხატება საქართველოს საწინააღმდეგო მტრული აქტის დაინიციირებით და არა მხოლოდ ამით. კითხვა იყო ძალიან პროვოკაციული, რომელზეც დიპლომატს შეიძლებოდა გაეცა მხოლოდ ისეთი პასუხი, როგორიც გასცა. თუ ასეთი არსებობს ნებისმიერ სხვა რეგიონში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება, მაგრამ ასეთი ხელისუფლება საქართველოში არ არის, პირიქით, საქართველოს ჰყავს პროდასავლური ხელისუფლება", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.