თორნიკე ჭეიშვილი: ის აბსურდული განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის ოპოზიციის მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არის პოლიტიკურ აგონიაში მყოფი წარმავალი პოლიტიკური ძალა

თორნიკე ჭეიშვილი

ის აბსურდული განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის ოპოზიციის მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არის პოლიტიკურ აგონიაში მყოფი წარმავალი პოლიტიკური ძალა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

„გარკვეული სასოწარკვეთილი ძახილია ახლა მათი მხრიდან, რომლითაც ცდილობენ იმას, რომ ისევ თავის მხარდამჭერებში, თუკი ასეთი დარჩათ, როგორღაც გარკვეული მუხტი გამოიწვიონ და ასწიონ წინასაარჩევნოდ. სამართლებრივ კონტექსტში თუ შევხედავთ მათ ამ მოწოდებებს, ბუნებრივია ეს არის ძალიან სერიოზული ყურადღების საგანი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება - მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ ღია მოწოდებებს პასუხობს. ლევან ხაბეიშვილის პროპაგანდიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ღია მოწოდებებზე გადავიდა. აანონსებენ რევოლუციას და ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებენ.