1757364257
„დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დგას მშვიდობის გზაზე - გამოვრიცხავ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის პოზიციას ვინმე შეეწინააღმდეგოს“ - გურამ მაჭარაშვილი

ვინ უჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ რევოლუციურ გეგმას? ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. "ღამის კურიერის" ეთერში, ანა წითლიძემ თქვა, რომ არჩევნების ბოიკოტს მხარს მათი უცხოელი პარტნიორებიც უჭერენ.
საპირისპირო განცხადებას აკეთებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით უცხოელებისგან კრიტიკა არ მიუღია. მმართველ გუნდში კი ოპოზიციის რადიკალურ გეგმებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას პასუხი სამართლებრივი გზით გაეცემა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგება.
"ვერავის ვერასდროს ვერ გამოუვა, ასეთ რადიკალურ ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან ურთიერთობა და მითუმეტეს მათთან ერთად რევოლუციური სცენარი იქნება თუ ათასი უბედურება, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში.
დღეს საქართველოს სჭირდება მშვიდობა, დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დგას მშვიდობის გზაზე. შესაბამისად, გამოვრიცხავ რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის პოზიციას ვინმე შეეწინააღმდეგოს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.