როგორ უნდა გარეცხოთ ფეხსაცმელი სწორად - ექსპერტის რჩევა
1756992480
თაღლითებმა ისწავლეს ყალბი ბანკომატების გამოყენებით გულუბრყვილო მოქალაქეების მოტყუება, ამის შესახებ ექსპერტები აფრთხილებენ.
მათი თქმით, საქმე ქუჩაში განთავსებულ აპარატებს ეხება, რომლებიც არა ბანკებს, არამედ დამნაშავეებს ეკუთვნით.
RT-ის სპეციალისტმა მოუწოდა მოქალაქეებს, იყვნენ ფრთხილად და არ გამოიტანონ ფული უცნობი ბანკომატიდან. გარდა ამისა, მან განმარტა, თუ როგორ შეამოწმოთ ბანკომატი, რათა თავიდან აიცილოთ თაღლითობა.
„ყურადღება უნდა მიაქციოთ თავად ბანკომატს: ანათებს თუ არა, დახურულია თუ არა PIN კოდის შეყვანის ადგილები, იწვევს თუ არა ეს თქვენში რაიმე ეჭვს, არის თუ არა გაკაწრული, რამდენი ხანია დამონტაჟებულია და ა.შ.“, - ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.
მართალია, საქართველოში მსგავსი ბანკომატები ჯერ არაა შემჩნეული, მაგრამ საზღვარგარეთ თუ მემგზავრებით, ეს ინფორმაცია აუცილებლად გაითვალისწინეთ.