„ლაშას ხსოვნის პატივსაცემად...“ - რესტორანი „ქვევრი“ საზოგადოებას მიმართავს
1762336424
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა პარტია ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლას გულისხმობს.
მისი თქმით, წინსწრებით განსაზღვრული პროცესია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ხდება და მისი ფინალი ნათელია.
„ნონსენსია, რეჟიმი პარტიას გაუქმებით ემუქრებოდეს, ამ დროს შენ საკრებულოებში ერთი და ორი ადამიანით ძალაუფლების გამოგლეჯაზე საუბრობდე. თუმცა, მე სხვა პარტიის გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, ჩვენ უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას. ეს პროცესი წინსწრებით განსაზღვრული პროცესია ანუ ტრაგიკომედიის ფინალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, რომელიც რეალურად არა რომელიმე პარტიის გაუქმებაზე, არამედ დემოკრატიის, თავისუფალი სივრცის გაუქმებაზეა ორიენტირებული, სამწუხაროდ ნათელია. საკონსტიტუციო სასამართლო ისეთივე მორჩილია, ერთეული მოსამართლეების გამოკლებით, როგორც ყველა სხვა ინსტანციის სასამართლო, მაგრამ, ფორმალურად მაინც მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ამ პროცესში, სიმართლის დასაფიქსირებლად და ისტორიისთვის, რომ დარჩეს საქართველოს უახლეს ისტორიას, უახლოეს დღეებში განვსაზღვრავთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.