ჯარიმა 300-დან 500 ლარამდეა - გაფრთხილება მოსახლეობას
1752524437
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას აფასებს, რომელზეც საქართველოსთვის შეზღუდვების დაწესების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა პრაგმატული მიდგომა გამოიჩინეს.
„განა ვერ შედგა შეთანხმება, არ შედგა. ძალიან პრაგმატული მიდგომა გამოიჩინეს კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელებმა. ისინი ხვდებიან, რომ ასეთი ტიპის ჩაჭრა ურთიერთობების საქართველოსთან თვითონ ევროპის ინტერესებშიც არ შედის. ყველა ნაბიჯზე და ყველა ჩვენს მიღწევას ისევ ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ ხოლმე, რაც არის ყველაზე გულდასაწყვეტი“, - მიიჩნევს შარმანაშვილი.