წყევლის შემცველი 6 ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა თქვათ, თუნდაც ხუმრობით
1749059895
პარლამენტში თავდაცვისა და უშიშოების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები „დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ.
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის. ცვლილებების მიხედვით, დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.
აღნიშნული ინიციატივით, ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასა და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებსა და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.
მმართველი გუნდის შეფასებით, ცვლილებების მიზანია სამსახურების უფლებამოსილებების კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გამართული ფუნქციონირება.