მყრალი ''სიურპრიზი'' - რატომ მალავენ ხელოსნები რემონტის დროს დამკვეთის სახლის კედელში უმ კვერცხს
1752003071
,,ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას გადადგომის მიზეზი ნიკა მელიას დაკავება იყო, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი თანამშრომლობა "ნაციონალურ მოძრაობასთან".
ასევე განმარტავენ, რომ კოალიცია, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, კვლავ არსებობს.
"თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება აქვთ, რაც დაიწყო იმით, რომ გახარია გადადგა "ნაციონალური მოძრაობის" იმდროინდელი თავმჯდომარენიკა მელიას გამო. მათ ამ კოალიციის შექმნის საშუალება მიეცათ რამდენიმე საკრებულოში და შექმნეს. დღემდე, ეს კოალიცია არსებობს, არ დაშლილა. ეს არის ფაქტი, რომელიც არსებობს. გახარიასთვის დამახასიათებელია ტყუილი და ბუნდოვანების შექმნა, მაგრამ ხალხი უკვე გაერკვა, რომ მის ამ ტყუილებს ეფექტური ძალა აღარ აქვს," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, რომ წინა არჩევნებში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" კოალიცია შექმნეს.
პარტიაში "გახარია საქართველოსთვის" ყოფილ სახელისუფლებო პარტიას წითელ ხაზად მიიჩნევენ და ანა წითლიძეს "ქართული ოცნების" შტატგარეშე კოორდინატორად მოიხსენიებენ.