გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
დავალების მიმცემების მხრიდან ოპოზიციაში დაპირისპირება კარგად გამოიყენება, რათა ერთმანეთისგან გამიჯნულად წარმოუდგინონ საზოგადოებას რადიკალური დაჯგუფების სხვადასხვა ფრთა, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
"ქვეყნის ფარგლებს გარედან, დავალების მიმცემების მხრიდან, დაპირისპირება კარგად გამოიყენება იმისთვის, რომ თითქოს ერთმანეთისგან გამიჯნულად წარმოუდგინონ ქართულ საზოგადოებას რადიკალური დაჯგუფების სხვადასხვა ფრთა. რაც ვერ შეძლეს 2024 წელს და ვერ განაცალკევეს ერთმანეთისგან ერთ დიდ პოლიტიკურ სხეულად შეზრდილი "კოლექტიური ნაცმოძრაობა," დღესაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. რეალურად, მათი მხარდამჭერები რამდენად მიზერულია, საზოგადოებაში ესეც გასაგებია," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.