„სამეული, რასაც ყველაზე მეტად უნდა მოვერიდოთ…“ - ცხელი სასმელი კიბოს რისკს ზრდის

დაბლოკეს ცილა, რომელიც კიბოების 75 პროცენტის გავრცელებას უწყობს ხელს

ცხელი სასმელი კიბოს განვითარების რისკს ზრდის – „არსებობს სამეული, რასაც ყველაზე მეტად უნდა მოვერიდოთ…“

ბევრისთვის ცხელი ჩაი და ყავა დილის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ეს შეიძლება გახდეს კიბოს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. თემაზე სასაუბროდ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეწვია კლინიკური ონკოლოგი, ელენე მარიამიძე.

„მდუღარეზეა საუბარი, ამ ტემპერატურის საკვები თუ სასმელი, რაც ხვდება ორგანიზმში და უნდა გაიაროს ზედა გზები, რომ მივიდეს კუჭამდე, აღიზიანებს ლორწოვანს. თუ ამას ქრონიკული ხასიათი აქვს, იქ შეიძლება წყლულიც წარმოიქმნას და ავთვისებიანმა დაავადებამაც იჩინოს თავი.  მნიშვნელობა აქვს ფაქტორების კომბინაციას. არსებობს სამეული, რასაც ყველაზე მეტად უნდა მოვერიდოთ – მაგალითად, ძალიან ცხელი სასმლის ან საჭმლის მოთავსებას იმ კონტეინერში, რომელიც არ არის გათვლილი ცხელი საკვებისთვის, მაგალითად, პლასტიკატი, რომელსაც არ აწერია, რომ არის ამისთვის განკუთვნილი. ამ შემთხვევაში გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, რომლებმაც წლების განმავლობაში შეიძლება განავითაროს სიმსივნე. სამეულში შედის ალკოჰოლი და თამბაქო. 90-იან წლებში მოდური იყო დილის ქაფქაფა ყავა, სიგარეტი და მერე ალკოჰოლი, ეს არის ძალიან მავნე ტრიადა… რომ ჩამოასხამთ ჩაის, 10 წუთი არ უნდა დალიოთ… კვირაში ერთხელ საუბარი არ არის, წლების ექსპოზიციაზეა საუბარი…“