9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
ბოლო კვერცხი იყო ჰაერში, ლელოს ბანერი მზად ჰქონდა, “ქართული ოცნება” ლაყე კვერცხების პარტიააო! - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, რომელიც ეხმიანება ნაძალადევში, “ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტს.
მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ "ლელომ" ეს შოუ თავისივე გუნდისთვის დადგა, რათა წარმოჩნდეს როგორც ანგარიშგასაწევი ძალა, რომელსაც ებრძვიან, თუმცა, თავადაც კარგად იციან, რომ "ქართულ ოცნებას" ამგვარი იაფფასიანი წესებით ბრძოლა არ სჭირდება. "ბოლო კვერცხი იყო ჰაერში, ლელოს ბანერი მზად ჰქონდა, “ქართული ოცნება” ლაყე კვერცხების პარტიააო! "ლელოში" შემორჩენილო ტოპ-ტვინებო, მართალია საგანგებოდ, ძლივს შეკრებილი მასოვკისთვის დადგით ეს შოუ, მაგრამ მაინც მარტივია, ეს ხელწერა თქვენია, თქვენივე გუნდს აჯერებთ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ და ნახეთ როგორ გვებრძვიანო. სინამდვილეში თავადაც იცით, რომ “ქართულ ოცნებას” თქვენთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ასეთი არაპოლიტიკური და იაფფასიანი წესებით ბრძოლა არ სჭირდება არც იკადრებს, უკონკურენტოა თქვენთან პოლიტიკურ ბრძოლაშიც და პოლიტიკური კულტურითაც ამ პარტიასთან თქვენ და სხვა დესტრუქციულნიც ნამდვილად ვერ მიხვალთ ჰოდა, რასაც თავად დგამთ თავადვე აიღეთ რა იმაზე პასუხისმგებლობა. ლაყე კვერცხების სროლას, პატივისცემით მოხარშული ან შემწვარი მიართვით თქვენივე მასოვკას." - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.