სპორტის მინისტრი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

სპორტის მინისტრი

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. მინისტრმა ნომინაციაში - 2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი მამაკაცი - გამარჯვებული დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე გამოავლინეს წლის საუკეთესო გუნდის, მწვრთნელის, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდსმენების, საუკეთესო პარაათლეტი კაცისა და ქალის ნომინაციათა გამარჯვებულები, ასევე განსაკუთრებული პრიზი გადაეცა სპორტის მედიცინის ასოციაციას.

2025 წლის საუკეთესო გუნდის ტიტული პარაძიუდოს ნაკრებს გადაეცა, საუკეთესო მწვრთნელი კი პარაძიუდოს ნაკრების მწვრთნელი ლევან ქოჩიევი გახდა. მსოფლიოსა და ევროპის რეკორდებისთვის დაჯილდოვდნენ პარაძალოსანი აკაკი ჯინჭარაძე და უსინათლო პარაძალოსანი მირიან ოგნაძე. სპორტის მედიცინის განსაკუთრებული პრიზი კი ზურაბ კახაბრიშვილს გადაეცა.

2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი კაცი ზურაბ ქალდანი, 2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი ქალი კი ნინა თიბილაშვილი გახდა.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.