პენსიის გაცემის პროცედურა შეიცვალა - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს
1758656313
23 სექტემერს, 23:52 საათზე, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციას შეტყობინება მიაწოდეს, რომ არმავირის რაიონის მერძავანის დასახლებაში, ერევნის გზატკეცილზე სროლა მოხდა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციამ. წინასწარი ინფორმაციით, არის 2 დაღუპული და 1 დაშავებული. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი თემის ხელმძღვანელი ვალოდია გრიგორიანია.
გამოცემა იუწყება, რომ შსს თანამშრომლები ატარებენ ღონისძიებებს შემთხვევის ყველა გარემოების დასადგენად. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.