ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
სირცხვილია ის სიტყვები, რომლებიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების და მათი ოჯახების მიმართ გვესმის. დამერწმუნეთ, ეს ძალიან მძიმე სამსახურია და ნამდვილად იმსახურებენ მადლობას, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
„ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია თანამშრომლების ღირსეული სამუშაო პირობები იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი, რასაც ეს სისტემა ეფუძნება ეს არის ადამიანები, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ. დამერწმუნეთ, ეს არის ძალიან მძიმე სამსახური და განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც თანამშრომლები პრაქტიკულად, პენიტენციურ დაწესებულებებში ცხოვრობდნენ. ეს ხალხი ნამდვილად იმსახურებს მადლობას და სირცხვილია ის სიტყვები, რომლებიც გვესმის ამ ხალხის და მათი ოჯახების მიმართ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყოველთვის ექნებათ ჩვენი ძალიან მტკიცე და ძლიერი მხარდაჭერა“, - განაცხადა მინისტრმა.