ცნობილია როდის დაიწყება ძლიერი სიცხეები საქართველოში
1781552028
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში. იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ეთანამშრომლონ მაქსიმალურად შსს-ს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სვანეთში, მესტიაში 133 მლნ კვტ/სთ არის ელექტროენერგიის მოხმარება, რაც მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის შეუსაბამოა და სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული საპოლიციო ღონისძიებები.
„სვანეთში, მესტიაში 133 მლნ კვტ/სთ არის მოხმარება, რაც წარმოუდგენელია მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის, მაქსიმუმი არ უნდა აღემატებოდეს 7-10 მლნ კვტ/სთ-ს. შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში ის საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც მიმდინარეობს და ამის ძირითადი წყარო არის, სწორედ, მაინერები. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული სრულად იქნას ამოღებული ამ ტერიტორიიდან,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.