შალვა პაპუაშვილი: მთელი საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას. ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი

 შალვა პაპუაშვილი

ვიცი, რომ საგამოძიებო კომისია საკმაოდ მოცულობით დოკუმენტს ამზადებს, ასე რომ ველოდებით საბოლოო დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს სექტემბერში, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომისიის სხდომებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები.

„მთელი საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც ღიად, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი. ყველამ კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც უკვე ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გააგრძელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც იდეოლოგიურმა ფრთამ. ეს ყველაფერი ვნახეთ და მოვისმინეთ და ყველა მტკიცებულებაც გამოჩნდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.