გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
მეცნიერებმა კამჩატკაზე კრაშენნიკოვის ვულკანის ამოფრქვევა დააფიქსირეს. ეს ამ ვულკანის პირველი ამოფრქვევაა, მას შემდეგ, რაც მასზე დაკვირვება დაიწყო. ფერფლი 5-6 მეტრის სიმაღლეზე იფრქვევა. რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფერფლის ღრუბელი აღმოსავლეთით, წყნარი ოკეანისკენ მიდის და ამ მარშრუტით დასახლებული პუნქტები არ არ არსებობს.
მეცნიერები აზუსტებენ, რომ ბოლოს ლავა ვულკანიდან 1463 წელს ამოიფრქვა.
რამდენიმე დღით ადრე კამჩატკის მხარეში კლიუჩევსკოის ვულკანმა დაიწყო ამოფრქვევა. მეცნიერები ამას რეგიონში ძლიერი მიწისძვრების სერიას უკავშირებენ.
ივლისის ბოლოს, კამჩატკაზე 8,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც რუსეთის ზოგიერთ ნაწილში, იაპონიაში, ალასკაზე, ჰავაისა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა.