„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატის დასახელებას თავისი პროცედურები აქვს.
მისივე თქმით, საზოგადოებას დროულად მიეწოდება ინფორმაცია კანდიდატის შესახებ.
„მერობის კანდიდატის დასახელებას აქვს თავისი პროცედურები როგორც პარტიული, ისე ცესკო-ში რეგისტრაციასა და განაცხადთან დაკავშირებული. ყველაფერს დროულად შეიტყობთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, „რამდენიმე თვის წინ მყარად ითქვა, რომ კალაძე იქნებოდა მესამე ვადით მერობის კანდიდატი“, პაპუაშვილმა უპასუხა:
„ოთხი წლის წინ კახა კალაძეს დაანონსებამდე სილუეტი რომ ჰქონდა, ხალხი მარჩიელობდა, კალაძეს ვერ ცნობდა ამ სილუეტში. ასე რომ, დაელოდეთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველა მოქალაქე ნახავს“.