1765919119
შალვა პაპუაშვილი: კი ვთქვი, რომ გამარჯვებული ეყოლება თუ არა ამ ომს ჯერ არ ჩანს თქო, თუმცა ნამდვილად იქნება გამარჯვებული საფინანსო სექტორი, რომლისგანაც 90 მილიარდს ისესხებს ევროკავშირი. ამ სექტორში ვინ არიან წამყვანი კომპანიები ცნობილია
კი ვთქვი, რომ გამარჯვებული ეყოლება თუ არა ამ ომს ჯერ არ ჩანს თქო, თუმცა ნამდვილად იქნება გამარჯვებული საფინანსო სექტორი, რომლისგანაც 90 მილიარდს ისესხებს ევროკავშირი. ამ სექტორში ვინ არიან წამყვანი კომპანიები ყველასთვის ცნობილია. ამ ომის ბოლოს ირკვევა საბოლოო ჯამში, როგორი ფინანსური სარგებლის რუკა ლაგდება, როგორი ზიანის რუკა ლაგდება და როგორი გეოპოლიტიკური რუკა ლაგდება, - განაცხადა საქართველოს პალამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გაიცემა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელის მხრიდან დიდი უპასუხისმგებლობაა, რომ ამ მდგომარეობამდე მივიდა უკრაინა და მისი ბიუჯეტი.
„რა გადაწყვეტილებაც ვიხილეთ ევროკავშირის, ეს გახლავთ უკრაინისთვის სესხი მიცემა 90 მილიარდი ევროს ოდენობით, რასაც მილიარდ დოლარზე ცოტათი მეტი არის. ორ წელიწადზე ეს არის დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი სესხი და დახმარება, რომელსაც აძლევენ უკრაინას. უკრაინის ბიუჯეტი არის დაახლოებით ასი მილიარდის ოდენობით. ასე, რომ ფაქტობრივად ბიუჯეტის ნახევარი არის დეფიციტი დღეს. უკრაინის ეკონომიკა იმდენად არის ჩამოშლილი, რომ მისი ბიუჯეტის მხოლოდ ნახევრის დაფინანსება შეუძლია. და მეორე ნახევარი, რომ არ ჰქონოდა, რა თქმა უნდა კოლაფსი იქნებოდა ეს უკრაინისთვის. ამიტომაც ვთქვი, რომ როდესაც ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილის სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც არახამია ამბობს, რომ ეს იყო მისაღები უკრაინისთვის, ამას ჩააშლევინებ და ევროპელებმა ჩააშლევინეს და გვახსოვს ბორის ჯონსონი ჩასული კიევში და თავად უკრაინის ხელისუფლებამ თქვა, რომ მისი მოწოდებით ჩაიშალა ეს შეთანხმება. გავიდა ოთხი წელი, იომეს ოთხი წელი და ოთხი წლის თავზე, რომ დააყენეს ისეთი საკითხის წინაშე ევროპა უპირველეს ყოვლისა, რომ ბიუჯეტის ნახევარი დაუფინანსებელი რჩებოდა უკრაინას, რა თქმა უნდა ეს იყო უპასუხისმგებლობა, რომ ამ მომენტამდე მიიყვანა ბრიუსელმა მდგომარეობა. გაურკვეველი იყო ბოლოს და ბოლო ამ ოთხ წელიწადზე იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ბრიუსელი და აპირებს თუ არა პასუხისმგებლობით მოიქცეს. ნათელი იყო თავიდანვე, რომ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ, ვგულისხმობ, რუსეთის სუვერენული აქტივების ჩამორთმევას რეპარაციებისთვის. აქაც შეუქმნეს ისეთი აღქმა უკრაინას, რომ თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცოტაც დარჩა და მიიღებენ. გუშინ, რამდენიმე საათიანი მსჯელობის შედეგ, საბოლოო ჯამში თავად უწევს ევროკავშირს სესხის აღება. ასე, რომ მე კი ვთქვი, რომ გამარჯვებული ეყოლება თუ არა ამ ომს ჯერ არ ჩანს თქო, თუმცა ერთი სექტორი ნამდვილად იქნება გამარჯვებული. ეს არის საფინანსო სექტორი, რომლისგანაც 90 მილიარდ ევროს ახლა ისესხებს ევროკავშირი და ამ საფინანსო სექტორში ვინ არიან წამყვანი კომპანიები ყველასთვის კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.












