სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
მამუკა ხაზარაძემ პარტია „ლელო“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავის გამო შექმნა, გაირკვა, რომ ეს დავა იყო აბსოლუტურად თაღლითურად აწყობილი, რომ საქართველოს ბიუჯეტის 12% ჩაედო ჯიბეში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ყველა დონეზე, საქართველოშიც და საერთაშორისო სასამართლოებშიც, მხილებულია თაღლითური სარჩელების წარდგენაში.
„ლელომ“, თუ არ ვცდები, 27-28 მუნიციპალიტეტში ვერ შეძლო მერობის კანდიდატის დასახელება. იცით, რომ 430 მაჟორიტარობის კანდიდატი ვერ დაასახელეეს, 1600 კომისიის წევრი ვერ დაასახელეს და ამ ხალხს აქვთ პრეტენზია ხელისუფლებაში ყოფნის? ხელის ჩამომრთმევი არ ჰყავთ და ადამიანი არ ჰყავთ, რომელიც მათი სახელით ბიულეტინზე საკუთარი სახელის და გვარის დაწერის თანხმობას მისცემს, რადგან იცის, რომ როდესაც თაღლითებთან და მატყუარებთან იქნები გარეული საკუთარ სახელს შელახავ. „ლელოში“ აღიარებული აქვთ, რომ რეალურად თაღლითური მიზნით შექმნეს პარტია. თქვეს, რომ ხაზარაძემ პარტია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავის გამო შექმნა. გაირკვა, რომ ეს დავა იყო აბსოლუტურად თაღლითურად აწყობილი, რომ საქართველოს ბიუჯეტის 12% ჩაედო ჯიბეში. ყველა დონეზე, საქართველოშიც და საერთაშორისო სასამართლოებშიც, მხილებულია თაღლითური სარჩელების წარდგენაში და, შესაბამისად, პარტიაც თაღლითური მიზნით არის შექმნილი და ერთადერთი მიზანი სწორედ ეს თაღლითობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.