გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს, საელჩო მოქალაქეებს აუცილებელ ნაბიჯებს ახსენებს.
„წითელი განგაშის“ სირენის ჩართვის შემდეგ – დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი. იცოდეთ თქვენთვის უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა.
შენობაში ყოფნისას – უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;
შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.
ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.
• თვალყური ადევნეთ ადგილობრივ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებსაიტზე https://www.oref.org.il/eng/articles/info/iron-swords/1107/ (შესაძლებელია ისრაელში არსებულ მოწყობილობებზე)
• უსაფრთხოების შესახებ განახლებული/განსხვავებული უახლესი ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს ვებ და ფეისბუქ გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/ https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE
• ყურადღებით იყავით თქვენ გარშემო.
• მოერიდეთ ყველა დემონსტრაციას და დიდ შეკრებებს.
• მოერიდეთ ყველა იმ ადგილს, სადაც პოლიციის დიდი რაოდენობაა.
• დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.
საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე:
+972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7
+972 3 609 3206
ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო.
ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.
ირანში დაადასტურეს, რომ იერიშის შედეგად, დაღუპულია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური ჰოსეინ სალამიც. ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან.
ისრაელს მკაცრი სასჯელით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერიც. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.
ირანზე განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
"ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა", - წერს სახელმწიფო მდივანი.
მარკო რუბიომ განმარტა, რომ ისრაელმა შეატყობინა ვაშინგტონს, რომ მისი ქმედებები "თვითდაცვისთვის იყო საჭირო".
მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს
1749750149
მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა
1749798832