როდის გამოიდარებს - კობა ფარტენაძის პროგნოზი
1747235940
ელჩი, რომელსაც აგრემანი მიღებული აქვს, რათა წარმოადგინოს ევროკავშირი, აქ პროკურორის როლს თამაშობს და ქართველი ხალხის, მისი ხელისუფლების ინკვიზიტორივით გვევლინება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის მედიასთან დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
პაპუაშვილის თქმით, ეს ძალიან სამწუხაროა.
„ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ პაველ ჰერჩინსკიმ სიამოვნების აღტკინებით მოირგო პროკურორის მანტია, საუბრობს დასანქცირებაზე. ჩანს ის ავი მოლოდინი, რომელიც აქვს და სასიხარულო განწყობით საუბრობს ამაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ელჩი, რომელსაც აგრემანი მიღებული აქვს, რათა წარმოადგინოს ევროკავშირი, პროკურორის როლს თამაშობს და ქართველი ხალხის, მისი ხელისუფლების ინკვიზიტორივით გვევლინება. პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ „იმედის“ ჟურნალისტს. არ ვიცი, დღეს რამე თქვა თუ არა ამაზე, აქამდე არ უთქვამს, მით უმეტეს, დღესაც თუ არ უთქვამს, ეს არის ამაზრზენი. ამაზრზენია, როდესაც ევროპის დღეების ღონისძიებაზე, ევროკავშირის მოწყობილ ღონისძიებაზე ჟურნალისტს თავს ესხმიან ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. კიდევ მეტად ამაზრზენია, როცა ევროკავშირის საელჩოს, ამ ღონისძიების ორგანიზატორს ამაზე რეაგირება არ აქვს, რაც თავისთავად არის უკვე წახალისება ძალადობის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს ასევე კითხვა დაუსვეს ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის იმ განცხადებაზე, სადაც ელჩი ამბობს: „პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები“.
პაპუაშვილის შეფასებით, პარტიების აკრძალვა საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხია.
„პარტიების აკრძალვას რაც შეეხება, ეს წარმოადგენს საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხს. მან რამდენიმე დღის წინ არჩევნებთან დაკავშირებით თქვა, რომ შიდა პოლიტიკაში არ ერევა. მოვუწოდებ მას და ვურჩევდი, ნუ ჩაერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ვინაიდან ქართული კანონმდებლობა არ წარმოადგენს მისი იურისდიქციის სფეროს. ექსტრემისტი ორგანიზაციები თუ არ სჭირდება მას ევროკავშირში – გერმანიაში, პოლონეთში ან სხვა ქვეყანაში, ექსტრემისტული ორგანიზაციები ასევე არ არის საჭირო საქართველოში. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, პაველ ჰერჩინსკი, როგორც ევროკავშირის ელჩი, ზრუნავდეს, ევროკავშირის ფული არ მიედინებოდეს არასათანადო ჯგუფებში, დანამდვილებით ვიცით, ვხედავთ და არაერთხელ გვისაუბრია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ისე, რომ პაველ ჰერჩინსკი ამას ხელს არ უშლის, ფული მიედინება მოძალადე ჯგუფებში, პროპაგანდაში, პოლიტიკურ პარტიებში. ასე რომ, ჩემი რჩევა იქნებოდა, იმოქმედოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, პატივი სცეს ვენის კონვენციას, თავის დიპლომატიურ ეთიკას, რომელიც მან არაერთხელ დაარღვია იმით, რომ 2024 წლის არჩევნების წინ პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ვენის კონვენციაა ის ჩარჩო, რომელშიც უნდა იმოქმედოს ნებისმიერმა ელჩმა. დღეს რუსეთთან თუ სხვა ქვეყანასთან მიმართებით როდესაც საუბრობენ და პრეტენზიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს არღვევს, საერთაშორისო წესები არის საერთაშორისო კონვენციები. სხვას როცა ედავები კონვენციებისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაში, თავად არ უნდა არღვევდე ამ კონვენციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.