ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი გადარჩა - ახალი დეტალები
1749738363
გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილისთვის ნდობის გამოცხადებაზე უნდა იმსჯელონ დღეს კანონმდებლებმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის თანხმობის შემდეგ, საკითხი დასამტკიცებლად სესიაზე გავა. ახალი თანამდებობის საბოლოოდ მისაღებად, გაბიტაშვილს დეპუტატების სრული შემადგენლობის უმრავლესობა დასჭირდება.
ასეთ შემთხვევაში, ის მთავარი აუდიტორის პოსტს 5 წლის ვადით დაიკავებს.
ყოფილი გენერალური პროკურორის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნას პოლიტიკური მიზეზებით ხსნის ოპოზიცია.
"გენერალური პროკურორის, გაბიტაშვილის გადაყვანა აუდიტის სამსახურის უფროსად, ალბათ, იმის მანიშნებელია, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდება აუდიტის სამსახურის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენება", - განაცხადა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ.